ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა იტალიის რეფორმებს დადებითად აფასებს


ობამა იტალიის რეფორმებს დადებითად აფასებს

პრემიერ მინისტრი მონტი ხელისუფლებაში ნომებერში მოვიდა და რეფორმების გატარება საკუთარი ხელფასის შემცირებით დაიწყო.

პრეზიდენტი ობამას განცხადებით, იტალიის ახალმა პრემიერ მინისტრმა მარიო მონტიმ დეფიციტის შემცირების და ეკონომიკური გამოცოცხლების მიმართულებით, ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახდინა.

ხუთშაბათს, თეთრ სახლში მარიო მონტისთან შეხვედრისას, პრეზიდენტმა ობამამ ხაზი გაუსვა პრემიერის მიერ გატარებული სტრუქტურული რეფორმების ეფექტურ მნიშვნელობას.

ბატონმა მონტიმ მადლობა გადაუხადა ამერიკის პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მიუხედავად მტკინვეული პროცესისა, იტალიის მოსახლეობა რეფორმებს დადებითად ხვდება.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ მინისტრი მონტი ხელისუფლებაში ნომებერში მოვიდა და რეფორმების გატარება საკუთარი ხელფასის შემცირებით დაიწყო.

იტალიის ვალი სულ $2.5 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

XS
SM
MD
LG