ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტრაუს კანი გამომძიებლებს ხვდება

update

სტრაუს კანი გამომძიებლებს ხვდება

დღესვე გაირკვევა პროკურორები წარმოადგენენ თუ არა ბრალდებებს ამ საქმეში

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი მმართველი დირექტორი დომინიკ სტრაუს კანი და ფრანგი მწერალი ქალი, რომელიც კანს გაუპატიურების მცდელობაში სდებს ბრალს დღეს პარიზში გამომძიებლებს ხვდებიან. დღესვე გაირკვევა პროკურორები წარმოადგენენ თუ არა ბრალდებებს ამ საქმეში.

პარიზის პოლიციის განყოფილებაში სტრაუს კანი უკვე გამოცხადდა ქალბატონ ტრისტან ბანონთან შესახვედრად. ბრალდებას, რომ ბანონის გაუპატიურების მცდელობას კანის მხრიდან 2003 წელს ჰქონდა ადგილი, სავალუტო ფონდის ყოფილი შეფი წარმოსახვითს უწოდებს და დასძენს, რომ მათი ურთიერთობა ურთიერთანხმობის საფუძველზე შედგა.

XS
SM
MD
LG