ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტრაუს კანი სამშობლოში დაბრუნდა


სტრაუს კანი სამშობლოში დაბრუნდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი დომინიკ სტრაუს კანი მეუღლესთან ერთად დღეს სამშობლოში - საფრანგეთში დაბრუნდა. სტრაუს კანმა სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის თანამდებობა მაისში დატოვა, მას შემდეგ, რაც ის კენედის აეროპორტში დააპატიმრეს და ნიუ-იორკის სასტუმროში ყოფნის დროს გაუპატიურების მცდელების ბრალდება წაუყენეს. მან ერთი კვირა ნიუ-იორკის საპატიმროში გაატარა, ხოლო 6 კვირა კი შინაპატიმრობა ქონდა მისჯილი. მას აკრძალული ქონდა შეერთებული შტატების დატოვება. გასულ კვირას კი ნიუ-იორკის პროკურორმა მას ბრალდება მოუხსნა არასაკმარისი სამხილი მასალების არსებობის გამო. გვინეელი ემიგრანტი და ნიუ-იორკის სასტუმროს დამლაგებელი ნაფისატო დიალო კი კვლავ ამტკიცებს, რომ სტრაუს კანს მისი გაუპატიურება სურდა.

XS
SM
MD
LG