ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტრაუს კანი საფრანგეთში ბრუნდება


სტრაუს კანი საფრანგეთში ბრუნდება

მოსმამართლეებმა ვერ შეძლეს დაედასტურებინათ სტრაუს-კანის მიერ ნიუ-იორკის სასტუმროს ერთ-ერთ მოსამსახურეზე განხორციელებული სექსუალური ძალადობა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი მმართველი დირექტორი სტრაუს-კანი კვირას საფრანგეთში დაბრუნებას გეგმავს, მას შემდეგ, რაც ამერიკის სასამართლომ მის მიმართ წაყენებული გაუპატიურების ბრალდება ბათილად ცნო.

ფრანგული მედია და სტრაუს-კანთან დაახლოებული წყაროები მის მიერ პარიზის მიმართულებით საჰაერო ბილეთის შეძენის ფაქტსაც ადასტურებენ.

მოსამართლეთა განცხადებით, მათ ვერ შეძლეს დაედასტურებინათ სტრაუს-კანის მიერ, მაისის თვეში, ნიუ-იორკის სასტუმროს ერთ-ერთ მოსამსახურეზე განხორციელებული სექსუალური ძალადობა.

სტრაუს-კანმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა. იგი, 2012 წლის არჩევნებში, საფრანგეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთ რეალურ კანდიდატადაც განიხილებოდა.

XS
SM
MD
LG