12 მეომარი დაიღუპა ქაშმირში პაკისტანის მხრიდან შემოსულ მეამბოხეთა და ინდოელ ჯარისკაცთა შორის მომხდარი შეტაკების შედეგად.
ინდოეთის არმიის მეთაურთა განცხადებით, შეიარაღებული დაპირისპირება დღეს ქაშმირს და ინდოეთს შორის არსებულ დე-ფაქტო საზღვარზე მოხდა. ინდოეთის მხარემაც არმიის ერთ-ერთი ოფიცერი დაკარგა.
ქაშმირი ინდოეთს და პაკისტანს შორის მდებარეობს. ორივე ქვეყანა მას საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. 1989 წლიდან მოყოლებული მუსლიმი სეპარატისტები კაშმირის დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან და ცდილობენ ის მუსლიმი უმრავლესობით დასახლებულ პაკისტანს მიუერთონ.
1947 წელს დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პაკისტანს და ინდოეთს შორის ქაშმირის გამო მომხდარ ომებს ათასობით ადამიანი შეეწირა.