ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰონკონგში მასშტაბური აქცია გაიმართა


ჰონკონგში მასშტაბური აქცია გაიმართა
ჰონკონგში მასშტაბური აქცია გაიმართა

ჩინეთის მთავრობამ ლუ ჟიაბოს მეუღლე შინაპატიმრობა მიუსაჯა.

დღეს ჰონკონგში მასშტაბური აქცია მოწყო. დემონსტრანტები ჩინეთს დისიდენტის ლუ ჟიაბოს გათავისუფლებას ითხოვდნენ. მომავალ კვირას ლუ ჟიაბო მშვიდობის დარგში ნობელის პრემიით დაჯილდოვდება.

ჩინეთის მთავრობამ ლუ ჟიაბოს მეუღლეს შინაპატიმრობა მიუსაჯა. ქვეყნის დისიდენტებსა და ადამიანის უფლებათა ქომაგებს ეკრძალებათ მომავალ პარასკევს, ოსლოში ნობელის პრემიის ცერემონიაზე დასწრება.

ლუ ჟიაბომ 2008 წლის დეკემბერში, თავის თანამოაზრეებთან ერთად "ქარტია 08" გამოსცა.

"ქარტია 08" არის პეტიცია, რომელიც ჩინეთში კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვასა და კომუნისტური პარტიის მონოპოლიის დასრულებას ითხოვს.

გასულ წელს ჟიაბოს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

XS
SM
MD
LG