ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის და ირანის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ


სირიის და ირანის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ
სირიის და ირანის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ

პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებაზე იმსჯელეს.

სირიის პრეზიდენტი ბაშირ ასადი თეირანში თავის ირანელ კოლეგას მაჰმუდ აჰმადინეჟადს შეხვდა, რომლის დროსაც ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებაზე იმსჯელეს.

სირიის პრეზიდენტმა ბაშირ ასადმა აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებით გამოყენების უფლება. შეერთებულმა შტატებმა და გაეროს უშიშროების საბჭომ კი ირანის წინააღმდეგ სხვადასხვა სანქციები შემოიღეს მისი ბირთვული პროგრამის გამო.

სირიის და ირანის პრეზიდენტებმა ისრაელ-პალესტინის ურთიერთობებიც განიხილეს და აღნიშნეს, რომ ღაზას ბლოკადა და პალესტინურ მიწებზე ებრაული დასახლებების მშენებლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ისრაელის ხელისუფლების თვალთმაქცობას, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ საუბრობს.

XS
SM
MD
LG