ირანის ტელევიზიამ იმ ქალის აღსარება გადმოსცა, რომელსაც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, 2 კაცთან უკანონო ურთიერთობის გამო ჩაქოლვის განაჩენი გამოუტანეს.
საკინეჰ მოჰამად აშტიანის აღსარებაში ნათქვამია, რომ მას ურთიერთობა ჰქონდა მეუღლის ბიძაშვილთან, რომელსაც მის მოკვლაში ეხმარებოდა. მანამდე წაყენებულ ყველა ბრალდებას აშტიანი უარყოფდა.