ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელგიაში საპარლამენტო არჩევნებია


არჩევნებზე უნდა გადაწყდეს კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფი ქვეყნის ერთიანობის საკითხი

ბელგიაში საპარლამენტო არჩევნებია
ბელგიაში საპარლამენტო არჩევნებია

ბელგიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებზე უნდა გადაწყდეს კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფი ქვეყნის ერთიანობის საკითხი. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით ახალი ფლამანდიური ალიანსი ლიდერობს , რომელიც მხარს უჭერს ბელგიის თანდატანობით დანაწევრებას.

როგორც ალიანსის ლიდერი , 39 წლის ბარტ დე ვევერი აცხადებს, მას სურს რომ ქვეყანა უფრო მდიდარი იყოს, ამისათვის კი ჰოლანდიურად მოსაუბრე ფლამანდრიელების გამოყოფა და ევროკავშირში გაწევრიანებაა საჭირო.

ვალონიელი პოლიტიკოსები კი ქვეყნის დაშლას ეწინააღმდეგებიან.

შეგახსენებთ, რომ აპრილში ბელგიის მთავრობაში ადგილი ჰქონდა კრიზისს, რომლის დროსაც ფლამანდრიელი და ვალონიელი პოლიტიკოსები ვერ შეთანხმდნენ საარჩევნო სისტემაზე ბელგიის ორენოვან ოლქში.

XS
SM
MD
LG