ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო კონფერენცია ქაბულში


ქაბულში ჩატარებულმა კონფერენციამ ავღანეთის უშიშროებასთან დაკავშირებული სტრატეგია დაამტკიცა.

ავღანეთის დედაქალაქში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებმა პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მიერ შეთავაზებული გეგმა დაამტკიცეს. როგორც კარზაიმ განაცხადა:

„მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ 2014 წლისთვის ავღანეთის ეროვნული უშიშროების ძალები სრულ პასუხისმგებლობას აიღებენ ქვეყანაში სამხედრო და სამართალდამცავი ოპერაციების ჩასატარებლად.“

კონფერენციას 60-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრო. მათ ასევე მოიწონეს პრეზიდენტ კარზაის მოთხოვნა, რომ ავღანეთისთვის მიცემული დახმარების სულ მცირე 50 პროცენტი ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურების გავლით განაწილდეს.

XS
SM
MD
LG