ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვულკანმა შესაძლოა ისევ გამოიღვიძოს


ვულკანი მიწაში ღრმად მძივინვარებს და შესაძლოა კვლავ ამოხეთქოს.

ვულკანმა, რომელმაც ევროპის გარშემო საჰაერო მოძრაობის თითქმის ერთი თვიანი გაჩერება გამოიწვია, შეიძლება გაიღვიძოს და კონტინენტის საჰაერო სივრცეს ფერფლის გამო კვლავ უმოძრაობა დაემუქროს.

მეცნიერები ამბობენ, რომ ვულკანი მიწაში ღრმად მძივინვარებს და შესაძლოა კვლავ ამოხეთქოს. ამას ემატება იქვე ახლოს მიძინებული დიდი ვულკანი, რომელმაც შესაძლოა ასევე ამოხეთქოს.

მიუხედავად ამისა, საჰაერო ინდუსტრიას, რომელმაც 1.6 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი ნახა, წინასწარი ინფორმაციის ქონა ახარებს. ეს ანეტ მანსფორდის მსგავს მგზავრებსაც უხარიათ. მისი ოჯახი დიდი ხნის წინ დაგეგმილი არდადეგებისთვის ემზარდება.

“ უბრალოდ შენი მგზავრობა უნდა დააზღვიო. ეს არის და ეს.”

ეს ის არის, რისი გაგონებაც ფრანსის თიუკის სურს.

ბრიტანეთის სამოგზაურო სააგენტების ასოციაციის პრეს მდივანი იმაზე მუშაობს, რომ ცხელი სეზონის დროს მგზავრები არ დაკარგოს.

“ჩვენ მოულოდნელი ვულკანის კონტროლი არ შეგვიძლია, მაგრამ თუ წინასწარ გვეცოდინება პროგნოზი, შესაძლოა რაღაც გადავაადგილოთ და შევცვალოთ. ეს ის არის, რის გაკეთებასაც ბრიტანეთის სამოგზაურო ინდუსტრია ცდილობს, იმისათვის რომ ფრენები უსაფრთხო იყო.”

ვულკანის მძვინვარების პერიოდში, ფერფლის გამო ავიაკომოპანიებს საკუთარი თვითმფრინავების დაბლოკვა მოუხდათ. იმისათვის რომ ფერფლს თვითმფრინავების ძრავა არ დაეზიანებინა.

თიუკის თქმით, ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ჩატარებული კვლევები დაეხმარა იმის დადგენაში, თუ როგორი ტიპის საჰაერო სივრცე შეიძლება იყოს ძალიან საშიში ფრენისთვის და რომელი მეტ ნაკლებად უსაფრთხო.

აპრილის თვეში ჩაშლილი ფრენები სამოგზაურო ინდუსტრიას ძალიან ძვირი დაუჯდა, ამბობს ეკონომისტი ლინდა იუეი. მისივე თქმით, ფრენის სიშმა ევროპის შერყეული ეკონომიკა კიდევ უფრო დააზარალა.

“ვფიქრობეს არის უმთავრესი, რაც ევროპას ჭირდება, რაც ნიშნავს რომ მოსალოდნელის საფრთხის ცოდნის შემთხვევაში, ისინი გაჭირვებასთან თავის გართმევას უკეთ შეძლებენ.”

სანამ მფრინავები ახალი თავგადასავლებისთვის ემზადებიან, არის კიდევ ერთი რამ,რაზეც ღელვა ღირს. ბრიტანული ავიახაზების მფრინავები გაფიცულები იყვნენ და გამოსვლები შეიძლებოდა გაგრძელებულიყო კიდეც, ეს ლონდონის ჰიტროუს აეროპორტიდან, რომელიც ევროპის მთავარი სამოძრაო ცენტრია, ათასობით გაუქმებულ ფრენას ნიშნავს.

XS
SM
MD
LG