ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის პრემიერი თეთრ სახლს ესტუმრა


სუფრის მთავარი მშვენება ბრიტანული კერძი იქნება, რომელსაც ბრიტანული წესით არა საქონლის, არამედ ბიზონის ხორცისგან დაამზადებენ.

ოთხშაბათს საღამოს, თეთრ სახლში ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს დევიდ კამერონს ტრადიციული ამერიკული სადილით გაუმასპინძლდებიან. სუფრა თეთრ სახლთან მდებარე ბაღში გაიშლება, რომელსაც ტადიციულად ობამების ოჯახის წევრებიც მიუსხდებიან.

საზეიმო სუფრას ამერიკული და ბრიტანული კერძები დაამშვენებენ. უმეტესი მათგანი თეთრი სახლის ბაღში მოყვანილ ბოსტნეულზე იქნება დამზადებული. სუფრის მთავარი მშვენება ბრიტანული კერძი - ველინგტონის მწვადი იქნება, რომელსაც ბრიტანული წესით არა საქონლის, არამედ ბიზონის ხორცისგან დაამზადებენ.

საზეიმო საღამოზე მოწვეულ სტუმრებს ფოლკ როკის და ბლუზის ვარსკვალევები გაართობენ.

XS
SM
MD
LG