პოლიციის განცხადებით, სამგზავრო მატარებელი მაოისტმა მეამბოხეებმა ააფეთქეს. ინცინდენტის შედეგად 65 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 250 დაშავდა.
ადგილობრივი პოლიციის უფროსი, ბჰუპინდერ სინგჰი ამბობს, რომ მაოისტებმა ტერორისტული აქტი ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ კალკუტადან მუმბაიში მიმავალ ჩქაროსნულ მატარებელზე განახორციელეს.
მომხდარზე პასუხიმსგებლობა თავდაპირველად მაოისტების ჯგუფ “ ხალხის კომიტეტი პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ” აიღო, თუმცა მოგვიანებით მანვე უარყო მონაწილეობა.