ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალგაზრდების უმუშევრობის დონე, ყველა რეკორდს ხსნის


ანგარიშში ნათქვამია, რომ ახალგაზრდა უმუშევართა დონის კიდევ უფრო მომატებაა მოსალოდნელი ცენტრალურ და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპაში, ისევე როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ახალი ანგარიშის თანახმად, 15 დან 24 წლამდე 81 მილიონი ახალგაზრდა 2009 წელს სამსახურის გარეშე იყო, 2010 წელს ექსპერტები კი ამ ციფრის გაზრდას მოელიან. ანგარიშის გამოქვეყნება 12 აგვისტოს, გაეროს მიერ ახალგაზრდების საერთაშორისო წლის დაწყებას ემთხვევა.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ 2007 წლამდე ახალგაზრდებისთვის მუშაობის საშუალება გაცილებით დიდი იყო. მომდევნო წლებში კი 15 დან 24 წლამდე ადამიანებისთვის სამუშაოს პოვნის შანსმა კლება დაიწყო.

უმუშევრობის დონემ ახლახანს მომხდარ ეკონომიკურ კრიზისამდე დაიწყო ვარდნა. 2009 წელს კი უმუშევარი ახალგაზრდების რაოდენობამ 6. 7 მილიონი შეადგინა.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ეკონომისტი და ანგარიშის ერთ-ერთი თანაავტორი სარა ელდერი, ამბობს, რომ უმუშევრობის დონე განსაკუთრების შემაშფოთებელი ცენტრალურ და სამხრეთ არმოსავლეთ ევროპაშია.

“მხოლოდ ამ ორ რეგიონში, ჩვენ უმაღლეს მაჩვენებელს წავაწყდით, ეს რეკორდული მაჩვენებელია, მონაცემებს 1991 წლიდან ვაგროვებთ. უმუშევარი ახალგარზდების 17.7 მეათედი პროცენტი განვითარებული ეკონონომიკების მქონე ქვეყნებში ყველაზე მაღალი ციფრია, რაც კი რეგიონს ოდესმე ჰქონია.”

შრომის საერთაშორტისო ორგანიზაციის კიდევ ერთი ეკონომისტი და ანგარიშის თანაავტორი სტივენ კაპსოსი ამბობს, რომ განვითარებადი ქვეყნების მთავრობები უმუშევარი ახალგაზრდებისთვის დახმარებას არ გამოყოფენ.

“ეს ახალგაზრდები ძალიან ბევრს მუშაობენ, თუმცა დაბალ პროდუქტიულ სამსახურებში და ამიტომ მაინც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ. ჩვენ შეგვიძლია ისინი ციფრებში მოვაქციოთ. ჩვენ ვამბობთ, რომ 2008 წელს 152 მილიონი ახალგაზრდა უკიდურესად დაბალ ანაზღაურებაზე, საათში ერთ დოლარსა და 25 ცენტზე მუშაობდა. ეს მსოლფიოს გარშემო უმუშევარი ახალგაზრდების 28 პროცენტს უტოლდება.”

ანგარიშში ნათქვამია, რომ ახალგაზრდა უმუშევართა დონის კიდევ უფრო მომატებაა მოსალოდნელი ცენტრალურ და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპაში, ისევე როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.

XS
SM
MD
LG