ჩრდილოეთ კორეის მართველი კომუნისტური პარტია ახალი ხელმძღვანელობის ასარჩევად ემზადება.
პარტიულ ყრილობაზე, რომელიც სექტემბერში გაიმართება მოელიან, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჯონგ ილის მემკვიდრედ მის უმცროს ვაჟიშვილს კიმ ჯონგ უნს დაასახელებენ.
ეს ჩრდილოეთ კორეის მუშათა პარტიის პირველი კონფერენცია იქნება 1966 წლის შემდეგ.