ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეთიოპიაში საპარლამენტო არჩევნებია


ეთიოპიაში საპარლამენტო არჩევნებია
ეთიოპიაში საპარლამენტო არჩევნებია

ოპოზიციის კოალიციური პარტიის ლიდერი მერდეკი აცხადებს, რომ საარჩევნო პუნქტებში დამკვირვებლებს არ უშვებენ.

ეთიოპიაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება.

მმართველი კოალიციური პარტია ამტკიცებს, რომ მათი გამარჯვება არჩევნებში გარდაუვალია. როგორც ეთიოპიის მთავრობა ამტკიცებს, საარჩვენო პროცესი გამჭვირვალე და სამართლიან ვითარებაში ტარდება.

თუმცა ოპოზიციის კოალიციური პარტიის ლიდერი მერდეკი აცხადებს, რომ საარჩევნო პუნქტებში დამკვირვებლებს არ უშვებენ.

ამ დაძაბული საარჩევნო კამპანიის დროს, მერდეკმა მმართველ პარტიას ბრალი დასდო ოპონენტების მუქარასა და დაშინებაში. საარჩვენო კამპანიას ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

თvითმხილველები ამბობენ, რომ დღეს საპარლამენტო არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

ეთიოპიის 32 მილიონი ამომრჩეველი 547 კანონმდებელს ირჩევს. არჩევნების საბოლოო პასუხი 21 ივნისს გამოაშკარავდება.

XS
SM
MD
LG