ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სუდანში კვლავ კრიტიკული მდგომარეობაა


სუდანში კვლავ კრიტიკული მდგომარეობაა
სუდანში კვლავ კრიტიკული მდგომარეობაა

ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის განცხადებით, რთულია ლტოლვილებისთვის დახმარების გაწევა.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, აგვისტოს შემდეგ 76, 000-მა ადამიანმა დატოვა სუდანი.

სუდანიდან გახიზნულები მეზობელ ქვეყნებს, ეთიოპიასა და სამხრეთ სუდანს აფარებენ თავს. როგორც ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი აცხადებს, ძალიან რთულია ლტოლვილებისთვის დახმარების გაწევა, რადგანაც უმეტესობა მიუწვდომელ ადგილებში არიან დასახლებულები.

ამავე განცხადების თანახმად, კომისარიატი ლტოლვილებს მოუწოდებს დასახლდნენ ისეთ ბანაკებში სადაც კომიარიატს საშუალება მიეცემა ნებისმიერი სახის დამხმარება გაუწიოს ლტოლვილებს, მაგალითად სამხრეთ სუდანში ჩამოყალიბებულ ლტოლვილთა ბანაკში.

XS
SM
MD
LG