სუდანის სამხრეთში სამხედროებს შორის შეტაკება მოხდა, რადგან ზოგიერთმა მათგანმა უარი განაცხადა პოზიციების დატოვებაზე სამხრეთ სუდანის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ.
შეტაკება ქალაქ მალაკალში მოხდა, როდესაც ჯარისკაცებმა უარი განაცხადეს მძიმე იარაღის ჩაბარებაზე. შეტაკების შედეგად სულ ცოტა 20 ჯარისკაცი დაიღუპა და 24 დაიჭრა.
ამასობაში სამხრეთ სუდანი დამოუკიდებლობის მოპოვების აღსანიშნავი ზეიმისთვის ემზადება. ეს 2005 წლის სამშვიდობო შეთანხმების შედეგია, რომელიც რამდენიმე წლიან სამოქალაქო ომს მოჰყვა.