ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბოლო რესპუბლიკელი კანდიდატის ვინაობა დასახელდა


ბოლო რესპუბლიკელი კანდიდატის ვინაობა დასახელდა

რამდენიმე რესპუბლიკელი პრეტენდენტის პოპულარული თემაა ირანიც, რასაც ისინი ისრაელის ნომერ პირველ საფრთხედ ხედავენ და შესაბამისად, ამერიკის უსაფრთხოებისთვის ასევე დიდ გამოწვევად.

რესპუბლიკური პარტიიდან ამერიკის პრეზიდენტობის ნომინაციის ყველაზე ბოლოს გამოჩენილ პრეტენდენტს, ტეხასის შტატის გუბერნატორს რიკ პერის, ისევე როგორც სხვა რესპუბლიკელ საპრეზიდენტო კანდიდატებს, საგარეო ფრონტზე უმნიშვნელო გამოცდილება აქვს. მიუხედავად ამ ფაქტისა, რესპუბლიკელი კანდიდატების უმრავლესობას უცხოეთთან ურთიერთობებში გამოკვეთილი პოზიციები აქვთ.

რიკ პერის ხისტი პოზიცია ამერიკის ურთიერთობების შესახებ ისრაელთან და ზოგადად, ეროვნული უშიშროების თემასთან დაკავშირებით მისი ბოლო საჯარო გამოსვლების დროს გაჟღერდა.

„ჩვენ მეგობრებთან ერთად დავდგებით. ისრაელს სადარდებელი არაფერი ექნება, თუ ამერიკის მომავალ პრეზიდენტად მე ამირჩევთ. კიდევ ერთხელ, ამერიკა მის მეგობრებთან ერთად იქნება. ვისაც ჩვენთვის ცუდი უნდა, მას დავამარცხებთ.“

ავღანეთში მიმდინარე ომი რესპუბლიკელი კანდიდატების ყურადღებას სულ უფრო მეტად იქცევს. ასე მოხდა მათ პირველ სატელევიზიო დებატებში.

ტრადიციულად, რესპუბლიკელი პოლიტიკოსები ავღანეთში, ამერიკის სამხედროების დისლოკაციას უჭერენ მხარს. თუმცა დღეს, რესპუბლიკური საპრეზიდენტო ნომინაციის ისეთი პოპულარული პრეტენდენტი როგორიცაა მასაჩუსეთსის შტატის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნი, იზიარებენ ამერიკული საზოგადოების ერთგვარ ასე ვთქვათ დაღლილობას ომის გაჭიანურებასთან დაკავშირებით.

„მომავალი ორი წის განმავლობაში ჩვენ ავღანეთში დისლოცირებული ჯარების რაოდენობას შევამცირებთ და ადგილობრივი ხელისუფლებისგან ისეთ სამხედრო მომზადებას მივაღწევთ, რომელიც მათ თავიანთი სუვერენიტეტს დაცვასა და თალიბების ტირანიისგან დახსნაში შეუწყობს ხელს.“

რამდენიმე რესპუბლიკელი პრეტენდენტის პოპულარული თემაა ირანიც, რასაც ისინი ისრაელის ნომერ პირველ საფრთხედ ხედავენ და შესაბამისად, ამერიკის უსაფრთხოებისთვის ასევე დიდ გამოწვევად.

ერთადერთი, რესპუბლიკელ პრეტენდენტებს შორის, რომელიც სხვანაირად ფიქრობს, ტეხასელი კონგრესმენი რონ პოლია. პრეზიდენტობის შემთხვევაში, იგი არ აპირებს ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს, მაშინაც კი თუ თეირანი ბირთვულ იარაღს განავითარებს. პოლი ასევე ერთადერთია რესპუბლიკელ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის, რომელიც ავღანეთსა და ერაყში ომების წარმოებას ეწინააღმდეგება.

პოლის განცხადებით, მშვიდობის პოლიტიკა თავისუფალ ვაჭრობას, ბიზნესის თავისუფლებას და ომის თავიდან აცილებას გულისხმობს. მისი განცხადებით, ამგვარი პოლიტიკის ნაწლია, როცა საკუთარ ჯარებს შინ დააბრუნებ.

იუტას შტატის ყოფილი გუბერნატორი და პრეზიდენტობის კანდიდატობის მაძიებელი ჯონ ჰანთსმანი ერთადერთია აღნიშნულ პოლიტიკოსებს შორის, რომელსაც ვრცელი საგარეო-პოლიტიკური გამოცდილება აქვს. ცოტა ხნის წინ ჰანთსმანი პრეზიდენტ ობამას ელჩი იყო ჩინეთში. იგი სრულყოფილად ფლობს ჩინურ ენას. ამას გარდა, მის დიპლომატიურ გამოცდილებას სინგაპურში ელჩის თანამდებობაც ემატება პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დროს 1992 წელს.

ჰანთსმანი თავის 30თ წლიან დიპლომატიურ კარიერას ყოველთვის უსვამს ხაზს როცა ამომრჩეველს ხვდება.

და ბოლოს, ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი სტუარტ როთენბერგი გვეუბნება, რომ კანდიდატების საგარეო პოლიტიკურ პლატფორმას უახლოეს მომავალში მათი დამოკიდებულება და მომხდარი მოვლენები განსაზღვრავს ავღანეთსა და ერაყში მომდევნო არჩევნების დროს. ასევე, ის თუ რამდენად სტაბილური გარემო ჩამოყალიბდება ამ ქვეყნებში ახალი მთავრობების არჩევის შემდეგ.

სოციოლოგიური გამოკითხვები მთლიანობაში აჩვენებს, რომ ამერიკელები, ზოგადად, პრეზიდენტ ობამას პოლიტიკას -საზღვარგარეთის ქვეყნებთან მიმართებაში უფრო მეტად უჭერენ მხარს ვიდრე მის შიდა ეკონომიკურ პრობლემებთან ბრძოლის უნარებს.

ახლა კი დაბეჯითებით შეიძლება იმის თქმა, რომ რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატები წინასაარჩევნოდ სწორედ ამერიკის დასაქმების ბაზარზე და სხვა შიდა პრობლემებზე გაამახვილებენ ყურადღებას.

XS
SM
MD
LG