ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

BP ამერიკელებს ბოდიშს უხდის


როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა კომპანია ბრიტიშ პეტროლიუმი დათანხმდა 20 მილიარდი დოლარის ფონდის შექმნაზე კომპენსაციებისათვის იმ კერძო პირებისა და ბიზნესებისათვის, რომლებსაც ზარალი მიადგა მექსიკის ყურეში ნავთობის გაჟონვის გამო. ამის თაობაზე განცხადება ობამამ თეთრ სახლში ბრიტიშ პეტროლიუმის ოფიციალურ პირებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ობამას განცხადების თანახმად ამას გარდა BP ქმნის 100 მლნ დოლარის ოდენობის ფონდს, რომლიდანაც ხელფასებს მიიღებენ ის BP-ს მუშები, რომლებიც ეკოლოგიური კატასტროფის შედეგად უმუშევერები დარჩნენ. თეთრ სახლში შეხვედრის შემდეგ BP-ს წარმომადგენელმა ბოდიში მოუხადა ამერიკელებს ნავთობით გარემოს დაბინძურების გამო.

XS
SM
MD
LG