ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არაბული ლიგა სირიაში ინტერვენციის წინააღმდეგია


არაბული ლიგა სირიაში ინტერვენციის წინააღმდეგია
არაბული ლიგა სირიაში ინტერვენციის წინააღმდეგია

ანტი-ასადური დემონსტრაციის მონაწილეებმა ოთხშაბათს კვერცხები დაუშინეს ოპოზიციის იმ წევრებს, რომლებიც არაბულ ლიგის დელეგაციასთან მოლაპარაკებაზე დასასწრებად შენობაში შედიოდნენ.

სირიაში შექმნილი ვითარება არაბული ლიგის განხილვის კვლავ მთავარ საკითხად რჩება. ამ თემაზე შაბათს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. სირიის და არაბული ლიგის ურთიერთობის დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ელიზაბეტ აროტი არკვევდა.

არაბული ქვეყნების ლიგაზე ზეწოლა თანდათან ძლიერდება, რათა ამ გაერთიანებამ სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ იმოქმედოს და სამოქალაქო მოსახლეობაზე სამთავრობო ძალების შეტევა შეაჩეროს.

მას შემდეგ რაც სირიის მთავრობა არაბული ლიგის სამშვიდობო გეგმის ნაწილს დათანხმდა, აქტივისტების ცნობით 110 დემონსტრანტი მოკლეს.

გარდა ამისა, ანტი-ასადური დემონსტრაციის მონაწილეებმა ოთხშაბათს კვერცხები დაუშინეს ოპოზიციის იმ წევრებს, რომლებიც არაბულ ლიგის დელეგაციასთან მოლაპარაკებაზე დასასწრებად შენობაში შედიოდნენ.

თუმცა, ზოგიერთი ოპოზიციონერი თვლის, რომ ამ რეგიონალურ გაერთიანებას კიდევ ერთი შანსი უნდა მიეცეს.

„მე მოვუწოდებ არაბულ ლიგას, რომ თუკი ისინი ვერ შეძლებენ პრობლემის გადაჭრას ამ შაბათს, მაშინ ჯობია სირიის საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოს ფორმატში გადავიდეს,“ - განაცხადა სირიის ოპოზიციის წარმომადგენელმა ღასან ელ სალეჰმა.

ჯერჯერობით გაურკვეველია თუ რის მიღწევას იმედოვნებს არაბული ლიგა. ცნობილია, რომ ეს გაერთიანება სირიაში საერთაშორისო ინტერვენციას ეწინააღმდეგება. სირიის ოპოზიციური ეროვნული საბჭოს წევრი აბიდ შიშაქლი „ამერიკის ხმას“ სკაიპით ესაუბრა.

„მე მესმის არაბული ლიგის შეშფოთება. რომ სირია აღმოჩნდა რიგში ერაყის, ლიბანის, ისრაელის და პალესტინის შემდეგ. “ - განაცხადა სირიის ოპოზიციის წევრმა.ამასთანავე არაბული ლიგა წინააღმდეგია, რომ სირია შიდა საქმეებში ჩარევა გარედან განხორციელდეს, ისე როგორც ეს ლიბიაში მოხდა მუამარ კადაფის წინააღმდეგ.

„სირია რეალურად წარმოადგენს სამხედრო სახელმწიფოს. მას აქვს ისრაელთან ბრძოლის გამოცდილება. მას აქვს შორი რადიუსის რაკეტები, გააჩნია ქიმიური იარაღი, აქვს ათასობით ბრძოლისუნარინი ტანკი და შეუძლია მათი გამოყენება. სირიას გააჩნია შეჯავშნული დივიზიები, რომლებსაც შეუძლიათ ბრძოლა. და ასევე ყავს სამხედრო-საჰაერო ძალები, რითაც განსხვავდება ლიბიის ძალებისან, რომლებსაც არ გაჩნდათ ბრძოლის უნარი,“ - ამბობს უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი ენტონი კორდესმანი.

ოპოზიციის წევრი შიშაქლი ამბობს, რომ გარეშე ძალის ჩარევა შესაძლა საჭირო არ გახდეს. მისი თქმით, ასადის რეჟიმი არ არის ისეთი ძლიერი, როგორც ეს ადრე იყო. მისი თქმით, მართალია ასადის რეჟიმი აგრძელებს რეპრესიებს და ხალხის დახოცვას მაგრამ სირიელი ხალხი არასდროს ასე ახლოს არ მდგარა თავისუფლებასთან როგორც ახლა.

არაბული ლიგის ოფისებთან კი დემონსტრაციები გრძელდება. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ამ რეგიონალურმა გაერთიანებამ ასადის რეჟიმზე ზეწოლა განახორციელოს. სირიის მთავრობა კი როგორც ჩანს დათმობას არ აპირებს. ადის რეჟიმი ქვეყანაში შექმნის ვითარებაში კვლავ ტერორისტებს ადანაშაულებს.

XS
SM
MD
LG