ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არაბული ლიგის დიპლომატები დღეს ხვდებიან


არაბული ლიგის დიპლომატები დღეს ხვდებიან

გაეროს განცხადების თანახმად, მარტის შემდეგ სირიაში გამძვინვარებული შეტაკების შედეგად 3500 ადამიანი დაიღუპა.

დღეს არაბული ლიგის დიპლომატები ეგვიპტეში ხდებიან ერთმანეთს, შეხვედრისას ისინი სირიის წინააღმდეგ სანქციების დადების პირობებს განიხილავენ.

შეგახსებენთ, რომ ოფიციალურმა დამასკომ ვერ დააკმაყოფილა ლიგის მოთხოვნა ქვეყანაში საერთაშორისო დამკვირველების შესვლის შესახებ.

როგორც სირიის მთავრობა და დიპლომატები აცხადებენ სანქციების მიხედვით, სირიაში შეწყდება არაბული ავიაკომპანიები ფრენა, შეფერხდება ვაჭრობა და გაიყინება საბანკო მიმოსვლა.

ლიგამ ასევე სირიის არაბული ლიგის წევრობა გააუქმა.

აქტივისტები აცხადებენ, რომ პარასკევს ანტი-სამთავრობო დემოსნტრაციის დროს სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა. აქედან 10 უშიშროების ძალების მსახური.

გაეროს განცხადების თანახმად, მარტის შემდეგ სირიაში გამძვინვარებული შეტაკების შედეგად 3500 ადამიანი დაიღუპა.

პარასკევს გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ქვეყანაში ბავშვთა წამების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის უშიშროების ძალების მიერ ბავშვების ჯარისკაცებად გამოყენების ფაქტიც.

XS
SM
MD
LG