ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელ-სირიას შორის ურთიერთობა დაიძაბა


ისრაელ-სირიას შორის ურთიერთობა დაიძაბა
ისრაელ-სირიას შორის ურთიერთობა დაიძაბა

გოლანის მაღლობებზე ისრაელ-სირიის საზღვართან, დემონსტრაციის ათობით მონაწილე და ისრაელის ჯარისკაცები საზღვრის მოპირდაპირე მხარეს მთელი ღამე დარჩნენ. შეგახსენებთ, რომ გუშინ სირია-ისრაელის საზღვარზე ისრაელის არმიამ ცეცხლი გაუხსნა დემონსტრანტებს, რომლებიც საზღვრის გადაჭრას ცდილობდნენ.

დღეს ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ უარყო სირიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეტაკების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა და 325 დაიჭრა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა განაცხადა, რომ ის შეშფოთებულია ისრაელ-სირიას შორის არსებული ვითარებით და მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა.

ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, ვიდრე ჯარისკაცები ცეცხლს გაუხსნიდნენ პალესტინელების მხარდამჭერ მომიტინგეებს, მათ ჯერ სიტყვიერი ბრძანებები გასცეს, რომ საზღვარი არავის გადაეკვეთა, ხოლო შემდეგ კი რამდენიმე გამაფრთხიილებელი გასროლაც გააკეთეს.

XS
SM
MD
LG