ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვენესუელელი პატიმრები აჯანყდნენ


ვენესუელელი პატიმრები აჯანყდნენ
ვენესუელელი პატიმრები აჯანყდნენ

პარასკევს ციხეზე განხორციელებული იერიშის შედეგად 21 ტუსაღი, ერთი სტუმარი და ორი გვარდიელი დაიღუპა.

ვენესუელის არმიის ასობით ჯარისკაცი კარაკასის მახლობლად მდებარე ელ როდეოს ციხეზე კონტროლის აღდგენას ცდილობს, სადაც პატიმრებმა აჯანყება მოაწყვეს.

პარასკევს ციხეზე განხორციელებული იერიშის შედეგად 21 ტუსაღი, ერთი სტუმარი და ორი გვარდიელი დაიღუპა.

ელ როდეოს საპატიმროში 5000 ტუსაღია, რომელთა ახლობლები და ოჯახის წევრები ხელისუფლებისგან წესრიგის აღდგენას მოითხოვენ.

პატიმრები თოფებით, პისტოლეტებით და ხელყუმბარებით არიან შეიარაღებულნი. ვენესუელის ხელისუფლების განცხადებით, ამოღებულია ამ იარაღის დიდი რაოდენობა ნარკოტიკებთან და მობილურ ტელეფონებთან ერთად.

XS
SM
MD
LG