ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეკონომიკური პროლემები და არჩევნები


ეკონომიკური პროლემები და არჩევნები
ეკონომიკური პროლემები და არჩევნები

ამერიკელებს დღესდღეობით ყველაზე მეტად მდარე ეკონომიკა აღელვებთ.

2 ნოემბერს ამერიკელები არჩევნებზე ხმის მისაცემად მივლენ და კონგრესში წარმომადგენელთა პალატის 435 და სენატის 100 წევრს აირჩევენ. ამერიკელებს დღესდღეობით ყველაზე მეტად მდარე ეკონომიკა ანერვიულებთ.

უმუშევართა რიცხვი ამერიკაში კვლავ ცხრა მთელი და ექვსი მეათედი პროცენტია. სამსახურის გარეშე დარჩენილ ამერიკელთა რაოდენობა კალიფორნიის შტატში საერთო მაჩვენებელზე სამი პროცენტით მაღალია. ამიტომაც მისთვის ვინც, არჩევნებზე ხმის მისაცემად მიდის, მთავარი საზრუნავი ნორმალური ანაზღაურების სამუშაო ადგილია.

კალიფორნიის შტატის კანდიდატი სენატში -დემოკრატი ბარბარა ბოქსერი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე შტატისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა. მას იმედი აქვს, რომ საგადასახადო შეღავათების გაცემით, მთავრობა კალიფორნიის შტატში ბიზნესისთვის თანაბარ და ჯანსაღ გარემოს შექმნის. მისი მოწინააღმდეგე, სენატის რესპუბლიკელი კანდიდატი -კარლი ფიორინა კი ფიქრობს, რომ მეტად მნიშვნელოვანია გადასახადების შეკვეცა, სახელმწიფო ხარჯების შემცირება და კერძო სექტორში ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

განსხვავებული ხედვა აქვთ შტატის გუბერნატორის პოსტის მომავალ კანდიდატებსაც, სადაც ერთმანეთს დემოკრატი ჯერი ბრაუნი და რესპუბლიკელი მეგ ვიტმანი უპირისპირდებიან:

„მე და ჩემს ოპონენტს- მეგ ვიტმანს შორის შორის მკვეთრად გამოხატული განსხვავებაა" -აცხადებს დემოკრატი ჯერი ბრაუნი.

„მე მზად ვარ ჯერი ბრაუნთან ისეთ უპირობო და უკომპრომისო ბრძოლაში ჩავერთო, რაც მას ორმოცწლიანი პოლიტიკური კარიერის მანძილზე არასდროს ქონია“ - ამბობს მეგ ვიტმანი.

კალიფორნიის შტატში 2007 წლიდან ეკონომიკურმა რეცესიამ და უმუშევრობის მაღალმა მაჩვენებლებმა უძრავი ქონების ბაზარზე ფასების კატასტროფული ვარდნა გამოიწვია. ქალაქ სტოკტონში მას მერე, რაც უმუშევრობამ 17პროცენტს მიაღწია, უძრავი ქონების მფლობელების ერთმა მესამედმა სესხის ყოველთვიური გადახდა ვერ შეძლო და სახლები დაკარგა.

შექმნილმა ეკონომიკურმა სიდუხჭირემ და უძრავი ქონების ბაზარზე ფინანსურმა კრახმა ისე დაასუსტა ქალაქი, რომ დღემდე ამ მდგომარეობიდან მოსახლეობა არ გამოსულა.

ეკონომისტი ჯეფ მაიკლი წყნარი ოკეანის უნივერსიტეტის პროფესორია:

„კალიფორნიის შტატში დასაქმების მთავარი სფერო ძირითადად სამშენებლო ინდუტრია გახლდათ. ახლა ეს სფერო 90 პროცენტით დაბლა დაეცა და შტატის ადგილობრივ საგადასახადო მოგებაზეც უარყოფითად აისახა. ამას კი, შემდეგ მასობრივი უმუშევრობა და პრობლემათა მთელი კასკადი მოყვა.“

2008 წელს მთავრობა შეეცადა დახმარებოდა უძრავი ქონების მფლობელ ამერიკელებს და უძრავი ქონების მფლობელ ორ წამყვან კომპანიას კალიფორნიაში გარკვეული თანხები გადაურიცხა.

მაგრამ უძრავი ქონების ექსპერტის ჯონ ნაითის განცხადებით, სახლების მფლობელების მდგომარეობა კვლავ უკიდურესად დაძაბულია:

„სახლების მფლობელებმა უძრავი ქონების შეძენის დროს, სესხის სახით გარკვეული პასიხსმგებლობა აიღეს საკუთარ თავზე. ახლა კი, მათი ქონება გაუფასურდა და ერთგვარად მოტყუებულები დარჩნენ.“

სან ფრანცისკოში დიდი ხანია მოქმედებს არაერთი პროგრამა, რომელიც კათოლიკური ეკლესიის ქველმოქმედებისა და კერძო შემოწირულობის ხარჯზე ფუნქციონირებს. ასეთი ფონდებით სან ფრანცისკოს უმუშევარი და დაბალშემოსავლიანი ოჯახები ფინანსურ და შერავათიან დახმარებებს იღებენ. უსახსრო სან ფრანცისკოელებს ადგილობრივი მთავრობა სურსათითა და ყოველთვიური ბინის გადასახადზე შეთავათებითაც ეხმარებოდა. თუმცა ეკონომიკური რეცესიის დროს პრობლემები ამ სფეროებსაც შეეხო და მთავრობამ საზოგადოებრივი შემწეობის ამ სფეროს მოსახლეობის დახმარებებიც შეკვეცა. კრის კალანდრილო სოციალური დახმარების სფეროს წარმომადგენელია. მისი თქმით:

„შეუწყდა დახმარებები დაბალ შემოსავლიან, უმუშევარ და მცირეწლოვან ბავშვთა მქონე ოჯახებსაც. მდარე ეკონომიკამ ასეთ მიუსაფარ ოჯახებზეც კი ჰპოვა გავლენა და ისინი დახმრაების გარეშე დატოვა“

ანალიტიკოსების აზრით, ამერიკელები არჩევნებზე გაბრაზებულები მივლენ და საკუთარი არჩევანის საშუალებით, კონგრესსა და სენატში დემოკრატებს რესპუბლიკელებით ჩაანაცვლებენ. იგივეს ვარაუდობს პიუს ცენტრიც, რომლის ვარაუდით ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე მისულ ამერიკელთა არჩევანით, უმრავლეს სავარძლებს კონგრესში რესპუბლიკელები დაიკავებენ.

XS
SM
MD
LG