ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომალის მეკობრეებმა კიდევ ერთი გემი შეიპყრეს


სომალის მეკობრეებმა კიდევ ერთი გემი შეიპყრეს
სომალის მეკობრეებმა კიდევ ერთი გემი შეიპყრეს

გემზე 23 კაციანი ეკიპაჟი იმყოფება, მათ შორის არიან პაკისტანის, ბანგლადეშის, შრი-ლანკის და ირანის მოქალაქეები.

სომალის ნაპირებთან მეკობრეებმა კიდევ ერთი გემი დაატყვევეს, ამჯერად მათი მსხვერპლი მალაიზიის კუთვნილი ხომალდი აღმოჩნდა. ამის შესახებ ევროკავშირის მეკობრეობის წინააღმდეგ მებრძოლი დანაყოფი იტყობინება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გემ „ალბედოზე“ მეკობრეებმა შეტევა პარასკევს მიიტანეს. შემთხვევის ადგილი დედაქალაქ მოგადოშიდან 1,600 კილომეტრით არის დაშორებული. გემზე 23 კაციანი ეკიპაჟი იმყოფება, მათ შორის არიან პაკისტანის, ბანგლადეშის, შრი-ლანკისა და ირანის მოქალაქეები. გემს ტვირთი არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან კენიაში მიჰქონდა.

XS
SM
MD
LG