ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბების ორი მეთაური განადგურებულია


თალიბების ორი მეთაური განადგურებულია
თალიბების ორი მეთაური განადგურებულია

კოალიციურმა ძალებმა პარტიზანების ერთერთი მეთაური აჯმალ აღა ჯანი გამოასალმეს სიცოცხლეს.

კოალიციური ძალების განცხადებით, ავღანეთში ჰელმანდის და ბადღის პროვინციაში თალიბების ორი მეთაური მოკლეს.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მულა ჯამალუდინი თალიბების მიერ ბადღის პროვინციის გამგებლად იყო დანიშნული.

ჰელმანდის პროვინციაში კი კოალიციურმა ძალებმა პარტიზანების ერთ-ერთი მეთაური აჯმალ აღა ჯანი გამოასალმეს სიცოცხლეს.

დღესვე ნატომ კიდევ ორი ჯარისკაცი დაკარგა ავღანეთის სამხრეთში, რომლებიც თალიბებმა ააფეთქეს.

ამის პარალელურად, ავღანეთის ხელისუფლება თალიბებთან სამშვიდობო მოლპარაკების დაწყებას ცდილობს. ამ მიზნით, მათ სპეციალური ჯგუფი ჩამოაყალიბებს, რომელსაც ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი ბურჰანუდინ რაბანი უხელმძღვანელებს.

XS
SM
MD
LG