ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაპირისპირება ლიბანში


ლიბიაში ასადის მოწინააღმდეგები და მხარდამჭერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

თვითმხილველების განცხადებით, ლიბანში სირიის პრეზიდენტის მხარდამჭერებსა და მის მოწინააღმდეგეებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა.

ასევე გრძელდება ძალადობა სირიაშიც. ქალაქ ტრიპოლისში მცხოვრები თვითმხილველები აცხადებენ, რომ სროლის ხმა ქალაქში მთელი ღამე ისმოდა.

დაპირისპირება სუნიტ მუსლიმებსა და ალავიტებს შორის მიმდინარეობდა. სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი ქვეყანაში რელიგიური უმცირესობის - ალავიტების წარმომადგენელია.

ერთწლიანი არეულობის შედეგად, სირიაში ათასობით ადამიანია მოკლული და ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეში ძალადობა ისევ გრძელდება.

XS
SM
MD
LG