ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდში წყალდიდობამ იკლო


ტაილანდში წყალდიდობამ იკლო
ტაილანდში წყალდიდობამ იკლო

ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილი და მისი გარეუბნის ერთი მესამედი მთლიანად წყლით დაიტბორა.

ტაილანდის პრემიერ მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ათწლეულების მანძილზე ყველაზე დამანგრეველი წყალდიდობა ქვეყნის დედაქალაქს დამატებით ზარალს არ მიაყენებს.

შაბათს, ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილი და მისი გარეუბნის ერთი მესამედი მთლიანად წყლით დაიტბორა. ქალაქის შენობები ქვიშის ტომრებითაა გარშემორტყმული, თუმცა წყლის ნაკადმა ბანკოკის ტურისტული სანახაობის ნაწილებამდე მაინც მიაღწია.

წყალდიდობამ, რომელიც ივლისში დაიწყო, ქვეყნის 50 წლიან ისტორიაში ყველაზე მეტი ნგრევა გამოიწვია და 380 -ზე მეტი სიცოცხლე შეიწირა.

XS
SM
MD
LG