ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 500 ადამიანს გადააჭარბა. ხელისუფლების ცნობით, დატბორვა ემუქრება ბანგკოჯკის ცენტრალურ ნაწილსაც, სავაჭრო ცენტრს და ფერმერების ბაზარს. სააგენტო ასოშეიტედ პრესის ცნობით, წყალმა დაფარა ბანგკოკის ცენტრალური რკინიგზის სადგურის ლიანდაგი და ბაქანიც კი. ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა დედაქალაქის მოსახლეობას მიმართა. მისი თქმით, ბანგკოკში მოვარდნილი წყალდიდობა მალე დასრულდება. მისი განცხადებით, ქვიშის ტომრების ბარიერები უკვე მზადაა, ხოლო სადრენაჟო სისტემა დედაქალაქის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცენტრს სტიქიას თავიდან აარიდებ.

XS
SM
MD
LG