ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამმხრივი სამიტი სამხრეთ კორეაში


ჩინეთის ლიდერები რეგიონში შექმნილ ვითარებას, კერძოდ კი ორ კორეას შორის დაწყებულ დაპირისპირებას განიხილავენ.

სამხრეთ კორეაში სამმხრივი სამიტი გაიხსნა. კუნძულ ჯეჯუზე, იაპონიის, სამხრეთ კოერის და ჩინეთის ლიდერები რეგიონში შექმნილ ვითარებას, კერძოდ კი ორ კორეას შორის დაწყებულ დაპირისპირებას განიხილავენ.

სამიტის დაწყების წინ, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იოკიო ჰატოიამამ სამხრეთ კორეას ძლიერი მხარდაჭერა გამოუცხადა და სამხრეთ კორეული გემის ჩაძირვისთვის ჩრდილოეთ კორეაზე პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვა.

ჩინეთის ლიდერმა ვენ ძიაბაომ სამძიმარი გამოაცხადა სამხრეთ კორეელი 46 მეზღვაურის დაღუპვის გამო და დაგმო გასულ თვეს მომხდარი ტრაგედია, რამაც კორეის ნახევარკუნძულზე სტაბილურობას შეუქმნა საფრთხე.

ამის საპასუხოდ, ჩრდილოეთ კორეის გენერალმა პრესკონფერენცია გამართა. გენერლის თქმით, სამხრეთ კორეის ბრალდებები ფხენიანის მიმართ სრული ფაბრიკაცია და სიცრუეა.

XS
SM
MD
LG