დალაი-ლამა საკუთარ დაბადების დღეს შეერთებულ შტატებში აღნიშნავს. დღეს ის 76 წლის ხდება.
ტიბეტური ბუდიზმის მიმდევრებისთვის დალაი ლამა ათდღიანი ლოცვის და მედიტაციის რიტუალს ვაშინგტონში იწყებს.
ეს დალაი ლამას პირველი ვიზიტია ამერიკის დედაქალაქში მას შემდეგ, რაც მან ტიბეტის პოლიტიკურ ლიდერობაზე უარი განაცხადა. უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი ვიზიტი ჩინეთის ხელისუფლებას ძლიერ გაანაწყენებს.
პოლიციამ ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში სამი ტიბეტელი დააპატიმრა, რომლებიც სხვებთან ერთად დალაი-ლამას დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. ნეპალის ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ შეუძლიათ შინ იზეიმონ, მაგრამ ქუჩებში, სახალხოდ ჩინეთის საწინააღმდეგო აქციას არ დაუშვებენ.