ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პირველ რიგში ეს ეხება ფხენიანის ბირთვული პროგრამის შეჩერებას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ეკონომიკური წახალისების სანაცვლოდ.

შეერთებული შტატების ახალმა წარმომადგენელმა ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობის საკითხებში გლენ დევისმა ფხენიანს მოუწოდა კონკრეტული ნაბიჯები გადადგას ამ ქვეყნის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების განახლების მიზნით.

ბატონი დევისის განცხადებით:

“ ჩრდილოეთ კორეასთან კონტაქტები გაგრძელდება და ვიმედოვნებ, რომ არც თუ ისე შორეულ მომავალში ჩვენ შევძლებთ მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებას, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მოლაპარაკება მხოლოდ მოლაპარაკების გულისათვის.“

გნელ დევისი თქმით, ჩრდილოეთ კორეამ უნდა შეასრულოს ის ვალდებულებები, რომლებიც მან 2005 წელს აიღო თავის თავზე. პირველ რიგში ეს ეხება ფხენიანის ბირთვული პროგრამის შეჩერებას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ეკონომიკური წახალისების სანაცვლოდ.

XS
SM
MD
LG