ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიტკოვსკაიას უშუალო მკვლელი ჯერ კიდევ მაისში დააპატიმრეს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მოსკოვს მოუწოდებს სამაგალითოდ დასაჯოს ის ადამიანები, რომელთაც ხუთი წლის წინ ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში მიიღეს მონაწილეობა.

დეპარტამენტის სპიკერი ვიქტორია ნულანდი მიესალმა ახალ ეჭვმიტანილთა დაპატიმრების ფაქტს. მან განაცხადა, რომ სამართლიანობა მოითხოვს მკვლელობის ყველა თანამონაწილის დასჯას, ვისაც კი ბრალეულობა დაუდასტურდება.

საუბარია აგვისტოს თვეში პოლიციის ლეტენანტის დიმიტრი პავლიჩენკოვის დაპატიმრებაზე, რომელსაც მკვლელობის ორგანიზება ედება ბრალად. უშუალოდ მკვლელი ჯერ კიდევ მაისში დააპატიმრეს, მაგრამ ძიებისთვის მთავარი დამკვეთის ვინაობა ისევ უცნობი რჩება.

XS
SM
MD
LG