ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უფრო მეტი ვიდრე ზეიმი


უფრო მეტი ვიდრე ზეიმი

სამხრეთ აფრიკაში ეკონომიკის აღმასვლას ელიან.

სამხრეთ აფრიკისთვის წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატს გართობის გარდა უფრო დიდი მნიშვნელობაც აქვს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს იმაზე მეტია ვიდრე, უბრალოდ ზეიმი. სამხრეთ აფრიკელები ეკონომიკური ბუმის მოლოდინში არიან.

სამხრეთ აფრიკის ქალაქ დურბანში გამართულ ტურიზმის ფორუმზე, სიტყვებს „ფეხბურთს“ და „მსოფლიო ჩემპიონატს“ მაგიური ძალა გააჩნდათ. გამოფენათა უდიდესი ნაწილი სწორედ ამ მოვლენას უკავშირდებოდა. ჩემპიონატის თემატიკა აქ აშკარად ჭარბობდა.

უფრო მეტი ვიდრე ზეიმი
უფრო მეტი ვიდრე ზეიმი

როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისს იწყება და ერთ თვეს გრძელდება. შესაბამისად ორგანიზატორებიც ქვეყანაში ტურისტების უპრეცენდენტო რაოდენობას - 10 მილიონ უცხოელს ელოდებიან, ეკონომიკური მოგებაც დათვლილია - მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში სამხრეთ აფრიკის ბიუჯეტს 2 მილიარდი დოლარი და ათასობით ახალი სამუაო ადგილი შეემატება.

„უამრავ ადამიანს სურს აფრიკული და ასევე ჩვენი სამხრეთ აფრიკული კულტურის ნახვა, რაზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა. მათ სურთ ჩვენი ვენახების ხილვა, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია. ასევე დიდი მოთხოვნაა ზულუს ცეკვებზე,“- ამბობს სიანდა მბონამბი, ერთერთი ტურისტული ცენტრის დირექტორი.

ელიზაბეტ მუკუმბა კი კომპანია „შაკალანდაში“ მუშაობს, რომელიც ტურისტებს ზულუს კულტურას აცნობს. მისი თქმით მსოფლიო ჩემპიონატის დროს სამუშაო ადგილებიც გაჩნდება, რაც სამხრეთ აფრიკის ეკონომიკას დიდად წაადგება.

ტურისტებს ჩემპიონატის დროს სამხრეთ აფრიკის მეზობელ ქვეყნებშიც ელოდებიან. განსაკუთრებით იმ დღეებში როდესაც საფეხბურთო შესვენებები იქნება. თუმცა, არის ბარიერებიც. ეს თვითმფრინავის ბილეთებზე მაღალი ფასებია. ამის შესახებ ლორე რუტერფორდი ამბობს. ის ტურისტულ კომპანია „ნომად ტურში“ მუშაობს. მისი თქმით, თვითმფრინავის ფასების მომატებამ საფარის ტურების ფასების გაიაფება გამოიწვია.

ამდენად, ის ვინც სამხრეთ აფრიკაში ფეხბურთის მატჩებზე დასასწრებად ჩავა, მეზობელ ქვეყნებში რამდენიმე დღით გადაფრენა თვითმფრინავის ბილეთის სიძვირის გამო შეიძლება არ უღირდეს. სწორედ, ამის გამო მოხდა საფარის ტურებზე ფასების დაწევა.

სამხრეთ აფრიკის მთავრობამ გასული 4 წლის განმავლობაში ჩემპიონატისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად დაახლოებით 12 მილიარდი დახარჯა. კრიტიკოსების თქმით, უმჯობესი იქნებოდა ეს ფული სიღარიბის შესამცირებლად დახარჯულიყო. თუმცა, ამ მოსაზრებას არ ეთანხმება სამხრეთ აფრიკის ტურიზმის მარკეტინგის ჯგუფი.

„ეს ფანტასტიური შესაძლებლობაა, რათა რაც შეიძლება მეტი სტუმარი მოვიზიდოთ არა მარტო ეხლა, არამედ მომავალშიც. ეს კი სწორედ მსოფლიო ჩემპიონატის დამსახურებაა,“ - ამბობს რუტერფორდი.

ტურ-ოპერატორებს შორის გამონაკლისი არც მისი კომპანიაა. რუტერფორდი იმედოვნებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ქვეყნის ეკონომიკას კიდევ უფრო წინ წაწევს. მისი თქმით, ტურიზმის გაძლიერება სამუშაო ადგილებს ქმნის, ხოლო ბევრი ადამიანის დასაქმება კი თავისთავად ეკონომიკის გაჯანსაღებას უწყობს ხელს. ამდენად, მსოფლიო ჩემპიონატს სამხრეთ აფრიკაში, მხოლოდ გულშემატკივრები არ ელოდებიან. 11 ივნისის მოლოდინში უმუშევრებიც არიან და ტურისტული კომპანიებიც. ზეიმთან ერთად, სამხრეთ აფრიკელები სარფიან მოგებასაც ელიან.

XS
SM
MD
LG