ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა ჰიუსტონს ემშვიდობება


ამერიკა ჰიუსტონს ემშვიდობება
ამერიკა ჰიუსტონს ემშვიდობება

საზოგადოებას მომღერალთან გამომშვიდობების საშუალება ხუთშაბათს მიეცემა.

ლეგენდარული ამერიკელი მომღერალი უიტნი ჰიუსტონის დაკრძალვა კვირის ბოლოს, მის მშობლიურ ქალაქ ნიუარკში, ნიუ ჯერსის შტატში გაიმართება.

ჰიუსტონი გუშინ გვიან ღამით კალიფორნიიდან ნიუ ჯერსიში გადაასვენეს.

საინფორმაციო სააგენტოები აცხადებენ, რომ საზოგადოებას მომღერალთან გამომშვიდობების საშუალება ხუთშაბათს მიეცემა, როცა მისი ცხედრის საჯაროდ მონახულება იქნება შესაძლებელი.

48 წლის მომღერალი გასულ შაბათს ლოს ანჯელესის ერთ-ერთ სასტუმროში აბაზანაში იპოვეს. მისი სიკვდილის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

XS
SM
MD
LG