ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უიტნი ჰიუსტონს ნიუ ჯერსის შტატში დაკრძალავენ


უიტნი ჰიუსტონს ნიუ ჯერსის შტატში დაკრძალავენ
უიტნი ჰიუსტონს ნიუ ჯერსის შტატში დაკრძალავენ

ლეგენდარული ამერიკელი მომღერალი უიტნი ჰიუსტონის დაკრძალვა კვირის ბოლოს მის მშობლიურ ქალაქ ნიუარკში, ნიუ ჯერსის შტატში გაიმართება.

ჰიუსტონი გუშინ გვიან ღამით კალიფორნიიდან ნიუ ჯერსიში გადაასვენეს.

საინფორმაციო სააგენტორბი აცხადებენ, რომ საზოგადოებას მომღერალთან გამომშვიდობების საშუალება ხუთშაბათს მიეცემა, როცა მისი ცხედრის საჯაროდ მონახულება იქნება შესაძლებელი.

48 წლის მომღერალი შაბათს ლოს ანჯელესის ერთ-ერთ სასტუმროში აბაზანაში იპოვეს. მისი სიკვდილის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

XS
SM
MD
LG