ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უიტნი ჰიუსტონი - ამერიკის "ოქროს ხმა"


უიტნი ჰიუსტონი - ამერიკის "ოქროს ხმა"

48 წლის მომღერალი სასტუმროს ნომერში უგონოდ მყოფი სასტუმროს დაცვის წევრებმა და მეხანძრეებმა აღმოაჩინეს.

ლოს ანჯელესის სასტუმროში მუსიკის ინდუსტრიის თაყვანისმცემლებმა გრემისა და უამრავი სხვა მუსიკალური ჯილდოს მფლობელს - „ამერიკის ოქროს ხმად“ წოდებულ მომღერალს - უიტნი ჰიუსტონს პატივი მიაგეს.

ბევერლი ჰილსში მდებარე ჰილტონის სასტუმროში შეკრებილებს ჰიუსტონის პროდიუსერმა და დიდი ხნის მეგობარმა კლაივ დევისმა მიმართა.

შვიდასი კილომეტრის მოშორებით კი, მისისიპის შტატში შაბათის კონცერტის გახსნის წინ ჰიუსტონის ყოფილმა მეუღლემ ბობი ბრაუნმა თაყვანისმეცემლებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

„უიტნი მე შენ მიყვარხარ და ყველაზე ძალიან ახლა, ამ სცენაზე გამოსვლა და სიმღერა მიჭირს.“

პოლიციის ინფორმაციით, 48 წლის მომღერალი სასტუმროს ნომერში უგონოდ მყოფი სასტუმროს დაცვის წევრებმა და მეხანძრეებმა აღმოაჩინეს:

„ყველაფერი დროულად და სწრაფად გაკეთდა. სასწრაფო დახმარებამ ყველა ღონე იხმარა იმისთვის, რათა ჰიუსტონი მდგომარეობიდან გამოეყვანა. მაგრამ უშედეგოდ“

პოლიციის განცხადებით, უიტნი ჰიუსტონს გარეგნულად ძალადობის ან სხვა რაიმე მდგომარეობის გამომხატველი ნიშანი არ ეტყობოდა. ჩატარდა ექსპერტიზა, რომლის შედეგებსაც პოლიცია უახლოეს დღეებში გაავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ უიტნი ჰიუსტონი 1992 წლიდან 2007 წლამდე მომღერალ ბობი ბრაუნის მეუღლე იყო. წყვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს და ერთად ყოფნის დროს, არაერთი სკანდალური ფაქტის გამო საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში მოექცა.

თავად უიტნი ჰიუსტონი მუსიკალურ ოჯახში აღიზარდა. მისი დედა ცნობილი მომღერალი სისი ჰიუსტონი გახლდათ, დიონ ვორვიკი ჰიუსტონს ბიძაშვილად ეკუთვნოდა, არეტა ფრენკლინი კი მისი ნათლია იყო.

XS
SM
MD
LG