ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში ბავშვთა უფლებები ილახება


თურქეთში ბავშვთა უფლებები ილახება
თურქეთში ბავშვთა უფლებები ილახება

არასრულწლოვანი პატიმრების უმეტესობა ქურთი ეროვნებისაა და სასჯელს არალეგალურ დემონსტრაციებში მონაწილეობისათვის იხდის.

ასობით ბავშვი თურქეთის ციხეებში ზრდასრულ პატიმართა სატუსაღოებშია გამომწყვდეული. ეს თემა ბოლო ხანს თურქეთში პოლიტიკური დებატების მთავარ საკითხად იქცა. არასრულწლოვანი პატიმრების უმეტესობა ქურთი ეროვნებისაა და სასჯელს არალეგალურ დემონსტრაციებში მონაწილეობისათვის იხდის.შეშფოთება ამ თემასთან დაკავშირებით ევროკავშირმაც გამოთქვა.

როგორც გაირკვა, ამ ეტაპზე თურქეთის საპყობილეებში 300 არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.თურქეთის ანტიტერორისტული კანონების შესაბამისად, უმეტეს ბავშვებს პატიმრობა არალეგალურ ქურთისტანის მუშათა პარტიის მხარდამჭერ დემონსტრაციებში მონაწილეობისა და უშიშროების ძალებისთვის მიტინგების დროს ქვების დაშენის გამო მიუსაჯეს.

თექვსმეტი წლის ჰასან დუნდარი გირაოთი დროებით ციხიდან გათავისუფლებულია,თუმცა მას საპროტესტო აქციებში მონაწილეობისათვის 10წლის პატიმრობა მოელის .დაკავების მომენტს ჰასანი შემდეგნაირად იგონებს:

„თავიდან ციხეში გადაგვიყვანეს.სამი საათის მანძილზე სამხედრო ოფიცრები უმოწყალოდ გვირტყამდნენ. შემდეგ მათ ბადრაგები ჩაენაცვლნენ.ოთხი დღის მანძილზე ყოველ დილით სამი საათი ცემა გამოწერილი გვქონდა.“

თურქეთში ბავშვთა უფლებები ილახება
თურქეთში ბავშვთა უფლებები ილახება

ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფების განცხადებით, ჰასანის შემთხვევა თურქეთში ჩვეულებრივი მოვლენაა.

1000 მდე თურქი ეროვნების ბავშვს ციხის გაუსაძლისი პერიოდი გადატანილი აქვს. გასულ თვეს 15 არასრულწოლოვანს თურქეთის სასამართლომ სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობა მიუსაჯა.მათაც ბრალად არალეგალური პარტიის საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიღება ედებოდათ .მარტში მსჯავდებული ბავშვების ნაწილმა ციხეში გაუსაძლისი პირობების გამო შიმშილობა გამოაცხადა.მათი ადვოკატების განცხადებით,ბავშვებს ციხეში ბადგრაგები ურტყამდნენ.

ქურთი ბავშვების ციხეში გაუსაძლისი მდგომარეობის გამო ოპოზიციურმა ეროვნული მოქმედების პარტიამ არასრუწლოვანთა ამინისტიით გათავისუფლება მოითხოვა.ამ განცხადებამ გაოცება გამოიწვია,რადგან ოპოზიციური პარტია თურქეთში მოქმედი ქურთი ტერორისტების ქმედებათა მკაცრი გამკრიტიკებელი გახლავთ.თუმცა აღსანიშნავია ისიც,რომ ამინისტიის წინადადებას ქვეყანაში არცთუ ისე დადებითად შეხვდნენ.თავად თურქეთში პროქურთული პარტიის წარმომადგენლებმა გამოხატეს თავშეკავებული რეაქცია ამ საკითხთან დაკავშირებით .ჰასიფ კაპლანი მშვიდობისა და დემოკრატიის პარტიისა და თურქეთის პარლამენტის წევრია. მისი აზრით:

„ამ შემოთავაზებას წინ მოსამზადებელი პერიოდი და სხვა პარტიებთან ერთად ურთიერთანამაშრომლობა უნდა უძღოდეს.წინააღმდეგ შემთხვევვაში არ არის გამორიცხული უარესი შედეგები მივიღოთ“

თურქეთის პოლიტიკურ წრეებში ამ გადაწყვეტილებას ეჭვით თვალით ერთ საკითხის გამო უმზერენ. ამინისტიის შემთხვევაში, ციხიდან სომეხი ჟურნალისტისა და იტალიელი მღვდლის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანებიც გაათავისუფლდებიან.ორივე მათგანი ექსტრემისტული დაჯგუფებას მიეკუთვნება.

არასრულწლოვანი პატიმრების ამინისტიის საკითხი თურქეთის მართველი პარტიისთვის მუდმივი ზეწოლის თემაა. აღსანიშნავია,რომ თურქეთის პარლამენტში არაერთი რეფორმის დამტკიცებას გეგმავენ.თუმცა დამკვირვებელთა თქმით, რეფორმების სამომავლო ბედი დიდადაა დამოკიდებული მშვიდობისა და დემოკრატიის პროქურთულ პარტიაზეც, რომელიც რეფორმებს მხარს კონკრეტული მიზნის გამო თუ დაუჭერს.

პროქურთული პარტიის მხარდასაჭერად თურქეთის იუსტიციის მინისტრმა სადულა ერგინმა შემდეგი განცხადება გააკეთა:

„ბავშვთა სასჯელაღსრუელბის საკითხს ჩვენ ძალზე ყურადღებით ვეკიდებით. ვგეგმავთ არასრულწლოვანთა საპატიმროები თანამედროვე სტანდარტებს გავუთანაბროთ და შესაბამისი რეფორმებიც გავატაროთ.ამ საკითხზე მუშაობას როგორც კი დავასრულებთ, მაშინვე საჯაროდ გამოვაცხადებთ“

რეფორმების გატარებაში იუსტიციის მინისტრი არასრულწლოვანი პატიმრებისთვის ახალი თანამედროვე ციხეების აგებას,ბავშვთა ფისიქიტრიულ მომსახურებასა და სასამართლო პროცესების გამარტივებას გულისხმობს.

თუმცა ანტიტერორისტული კანონის რეფორმის შესახებ,რომელიც ბავშვების ციხეში ხანგრძლივი პატიმრობის საკითხს შეეხება - მინისტრი არაფერს ამბობს.

ამ ფონზე ევროკავშირი ანკარაზე ზეწოლას აკრძელებს და არასრულწლოვანთა დაპატიმრების შეწყვეტას მოითხოვს.რიჩარდ ჰოვიტი ევროსაბჭოს პრესმდივანია.მისი თქმით:

„ჩვენ მსგავს ქმედებებს ყოველთვის ვეწინააღმდეგებით.გვსურს თურქი მეგობრები და კოლეგები დავარწმუნოთ იმაში,რომ მსგავსი ქმედებები უნდა შეწყდეს და სასწრაფოდ რეფორმები გატარდეს“

თურქეთის მთავრობაზე მსგავსმა ზეწოლამ შესაძლოა თურქულ საპყობილეებში გამომწყვდეულ ასობით ბავშვს მომავლის იმედი გაუჩინოს.თუმცა დამკვირვებლების თქმით,რეფორმების გატარების პროცესი თურქეთში მაინც მტკივნეულად ნელა მიდის.

XS
SM
MD
LG