ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულებულია


ბენიამინ ნათანიაჰუ პალესტინის სახელმწიფოს იდეას თანხმდება, მაგრამ გარკვეული პირობებით და აღმოსავლეთ იერუსალიმის გარეშე.

ცერემონიაზე სახელმწიფო დეპარტამენტში, ბენჯამინ ფრანკლინის სახელობის ოთახში, სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციას განზრახული აქვს მომავალ წელს მხარეებს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღებაზე იშუამდგომლოს.

კლინტონმა აღნიშნა, რომ ისრაელის პრემიერ მინისტრმა და პალესტინის ავტონიმიის ლიდერმა დანარჩენი საქმე თავად უნდა გააკეთონ.

“ჩვენ გვჯერა, რომ პრემიერ მინისტრო და პრეზიდნეტო, თქვენ წარმატებას მიაღწევთ. ჩვენ გვესმის ის, რომ თქვენ ამას ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინტერსებიდან გამომდინარე აკეთებთ, მაგრამ ჩვენ არ და ვერ დავატანთ ძალას თქვენი გადაწყვეტილების მიღებას.”-ამბობს ჰილარი კლინტონი.

დაპირისპირებული რეგიონების ლიდერებს შორის მყოფმა კლინტონმა ნათანიაჰუსა და აბასს, მოლაპარაკებების შეჯამება მიულოცა. მაგრამ გააფრთხილა, რომ სუვერენული პალესტინის სახელმწიფოსა და დაცული ისრაელის არსებობა ადვილი არ იქნება.

“ეჭვგარეშეა რომ წინააღდმეგობა ბევრი იქნება, ისინი, ვინც ამ პროცესს ეწინააღდმეგებიან, ყვლანაირი საშუალებით შეეცდებიან მის ჩაშლას, ეს ამ კვირის მოვლენებმა უკვე დაგვანახა.”-განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

ჰილარი კლინტონი ძალადობის იმ ფაქტებს გულისხმობს, რომელთაც ადგილი ახლახანს ქონდათ. მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, რომლის დროსაც ისრაელის 4 მოქალაქე დაიღუპა, ისლამურმა ჯგუფმა ჰამასმა იკისრა.

ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნათანიაჰუს განცხადებით, ტერორიზმი მშვიდობიან მოლაპარაკებებს საფრთხეს უქმნის.

“ ისინი ჩვენს ხალხს, ჩვენ სახელმწიფოს უქმნიან საფრთხეს. უშიშროება ხომ მშვიდობის საფუძველია.”-აცხადებს ნეთანიაჰუ.

მშვიდობიანი მოლაპარაკებების პირველი გარდამტეხი მომენტი 26 სექტემბერს დადგება, როდესაც ისრაელის მორატორიუმს აღმოსავლეთ პალესტინის ტერიტორიაზე ჩასახლებების შესახებ ვადა გასდის.

ბატონი აბასის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუკი ისრაელი უკანონო ჩასახლებებს არ შეაჩერებს, მოლაპარაკებები ჩავრდება.

“ჩვენ ისრაელის მთავრობას მოვუწოდებთ შეაჩეროს ყველანაირი ქმედებები ამ მიმართულებით და საბოლოოდ მოხსნას ღაზას სექტორზე ემბარგო.”-ბრძალა აბასმა.

პირდაპირი მოლაპარაკებები , რომლებიც ვაშინგტონში მიმდინარეობდა, ბოლო 2 წლის მანძილზე, კონკრეტულად კი 2008 წლის დეკემბრის მერე პირველი იყო. პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია მხარეების მრგვალი მაგიდის გარშემო შეკრებაზე 20 თვე მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები განახლდა, წლების მანძილზე არსებული ძალადობისა და შექმნილი ჩიხის გამო, მხარეებს შორის მაინც დიდი გაუცხოვებაა.

უმთავრესი მოთხოვრენი ასეთია: პალესტინელები, 1967 წლის ახლო აღმოსავლეთის ომის დრო, ისრაელის მიერ მიტაცებულ ტერიტორიაზე სახელმწიფოს აღდგენას მოითხოვენ. აღმოსავლეთ იერუსალიმს დედაქალაქად.

ბენიამინ ნათანიაჰუ პალესტინის სახელმწიფოს იდეას თანხმდება, მაგრამ გარკვეული პირობებით და აღმოსავლეთ იერუსალიმის გარეშე.

ისრაელ-პალესტინას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულებულია.

XS
SM
MD
LG