ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟერარდ ლონჟე ქაბულში ჩავიდა


ჟერარდ ლონჟე ქაბულში ჩავიდა

ფრანგი მინისტრი ქაბულს იმ ინციდენტიდან ერთი დღის შემდეგ ეწვია.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ქაბულში ჩავიდა და ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ ყარზაისთან შეხვედრა გამართა.

ფრანგი მინისტრი ქაბულს იმ ინციდენტიდან ერთი დღის შემდეგ ეწვია, რომლის დროსაც ავღანელმა ჯარისკაცმა ოთხი ფრანგი ჯარისკაცი მოკლა.

ჟერარდ ლონჟეს განცხადებით, საფრანგეთი დაინტერესებულია ავღანეთში სტაბილურობის დამყარებით. თუმცა, ფრანგ ჯარისკაცებზე თავდასხმამ შესაძლოა საფრანგეთის კონტინგენტის ავღანეთიდან გაყვანა დააჩქაროს.

ლონჟე იმ 15 ჯარისკაცსაც ეწვია საავადმყოფოში, რომლებიც თავდასხმის დროს დაშავდნენ. მისი თქმით, ფრანგი ჯარისკაცები საკუთარი კეთილგანწყობისა და ნდობის მსხვერპლი გახდნენ, რადგანაც ისინი ავღანელ ჯარისკაცებს ენდობოდნენ.

XS
SM
MD
LG