ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინციდენტი ნატოს საწვრთნელ ბაზაზე


ინციდენტი ნატოს საწვრთნელ ბაზაზე

ავღანელმა ჯარისკაცმა ფრანგ ინსტრუქტორებს ცეცხლი გაუხსნა

ნატოს ოფიციალური პირების განცხადებით, ჯერ ადრეა დასკვნების გაკეთება იმაზე, იდგა თუ არა თალიბანი გასულ კვირას ოთხი ფრანგი ჯარისკაცის მკვლელობის უკან.

ინციდენტი ნატოს ერთ-ერთ საწვრთნელ ბაზაზე მოხდა, სადაც ფრანგები ავღანელ ჯარისკაცებს წვრთნიდნენ. ავღანელმა ჯარისკაცმა ინსტრუქტორებს ცეცხლი გაუხსნა. ოთხი მათგან ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 15 კი დაიჭრა.

ავღანეთში ნატოს მისიის წარმომადგენლის განცხადებით, ამ ეტაპზე რთულია იმის გარკვევა, ჰყავდა თუ არა დამნაშავეს თანამზრახველები. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ თალიბანს ნატოს მისიის რიგებში ფარული აგენტები ჰყავს შეყვანილი.

XS
SM
MD
LG