ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთი ავღანელების წვრთნას გააგძელებს


საფრანგეთი ავღანელების წვრთნას გააგძელებს

ფრანგი საჯარისო ფორმირებების ავღანეთიდან გამოყვანა 2013 წელს დაიწყება

საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი აცხადებს, რომ საფრანგეთი გააგრძელებს ავღანელი ჯარისკაცების წვრთნას. თუმცა, ფრანგი საჯარისო ფორმირებების ავღანეთიდან გამოყვანა 2013 წელს დაიწყება - ანუ ერთი წლით ადრე ვიდრე თავდაპირველად დათქმული თარიღი. ეს განცხადება პრეიზდენტმა სარკოზიმ ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ ყარზაისთან მოლაპარაკებების წარმოების შემდეგ გააკეთა.

გასულ კვირას საფრანგეთმა ავღანეთში საბრძოლო მოქმედებების შეწყვიტის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ავღანელმა ჯარისკაცმა ოთხი ფრანგი ჯარისკაცი მოკლა და 15 დაჭრა.

ერთობლივ კონფერენციაზე სარკოზიმ განაცხადა, რომ ავღანეთის პრეზიდენტი დათანხმდა ნატოსთან მოლაპარაკებების გამართვას 2013 წელს უსაფრთხოების უზრუნველყოფის უფლებამოსილების ავღანეთის შეიარაღებული ძლაებისთვის გადაცემასთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG