ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბები ყატარში ოფისს ხსნიან


თალიბები ყატარში ოფისს ხსნიან

საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე, ავღანეთი შესაძლოა კვლავ სამოქალაქო ომის მსხვერპლი გახდეს.

თალიბებმა შეერთებულ შტატებთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, მიიღეს გადაწყვეტილება ყატარში პოლიტიკური ოფისის გახსნასთან დაკავშირებით.

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა დადებითად შეხვდა თალიბების მიერ ყატარში პოლიტიკური ოფისის გახსნასა და ოფიციალური ვაშინგტონის მიერ მეამბოხე დაჯგუფებასთან მოლაპარაკების წარმოებას. ჰამიდ კარზაის სჯერა, რომ მოლაპარაკება კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზაა.

ოფიციალურმა ისლამაბადმა სამშვიდობო პროცესებთან დაკავშირებით ფრთხილი განცხადება გააკეთა. როგორც პაკისტანის საგარეო სქმეთა მინისტრი ჰინა რაბანი ხარი ამბობს, მისი ქვეყანა ავღანეთის მიერ ინიცირებულ ნებისმიერ მოლაპარაკებას უჭერს მხარს:

"ავღანეთის სტაბილური მდგომარეობა ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის, რადაგანაც ავღანეთში მიმდინარე კონფლიქტი ჩვენს ქვეყანაზე უარყოფით გავლენას ახდენს."

დამოუკიდებელი ანალიტიკოსი ომარ შარიფი მოლაპარაკების დაწყებას დადებითად აფასებს, მაგრამ ყატარში თალიბების მიერ პოლიტიკური ოფისის გასხნას კონფლიქტის მოგვარებას ნაკლებად უკავშირებს. ანალიტიკოსმა ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტი კარზაის სამშვიდობო ინციატივას ავღანელი ხალხიც უჭერს მხარს:

''ავღანელელები თალიბების მიერ ყატარში პოლიტიკური ოფისის გახსნას ენთუზიაზმით შეხვდნენ სხვადასხვა მიზეზების გამო, პირველ რიგში თალიბთა დაჯგუფების საკონტაქტო მისამართი გაჩნდა, ასევე ავღანელები მოლაპარაკების დაწყების ფაქტს პაკისტანის მიერ თალიბებზე მონოპოლიის შესუსტებად ნათლავენ."

პაკისტანის სამხედრო ძალებს ამერიკის პოლიტიკის მოწინააღმდეგე დაჯგუფებასთან ჰაკანთან თანამშრომლობაზე სდებენ ბრალს. თუმცა პაკისტანი უარყოფს ბრალდებას. პაკისტანის პოლიტიკური დამკვირვებლები, მათ შორის პაკისტანის ყოფილი ელჩი ავღანეთში რუსტამ შაჰ მოჰმანდი ამტკიცებს, რომ ავღანეთის სამშვიდობო პროცესის წარმატება ოფიციალური ისლამაბადის მხარდაჭერის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია.

"პაკისტანში დღემდე ათასობით ავღანელი ლტოლვილი ცხოვრობს, ბევრი თალიბი ლიდერი ავღანეთსა და პაკისტანს შორის უპრობლემოდ მოგზაურობს. პაკისტანის მონაწილეობა სამშვიდობო პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. დარწმუნებული ვარ, რომ მოლპარაკების გარკვეულ ეტაპზე პაკისტანის თანამშრომლობა მნიშვნელოვანი გახდება''

ამერიკის ოფიციალური პირები მოლაპარაკებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა აცხადებენ, რომ კონფლიქტის მოგვარებისთვის თალიბებთან მოლაპარაკება არსებულ მნიშვნელობას წარმოადგენს. აშშ-ის ელჩი პაკისტანში კამერონ მანტერი პაკისტანის მოლაპარაკების პროცესიდან გამორიცხვას უარყოფს:

"ამერიკა და პაკისტანი წარმატებული და განვითარებული ავღანეთის მომხრეა, ჩვენ ამ მიზნის მიღწევას ურთიერთანამშრომლობით ვაპირებთ, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანი რეგიონალური ინტერესების დაცვა, რომ სამშვიდობო პროცესი ყველასთვის დამაკმაყოფილებელი შედეგით დასრულდეს."

ამ ფონზე მიმდინარე კვირას გულბუდინ ჰექმათიარის მეამბოხეთა დაჯგუფების წარმომადგენლები ავღანეთის დედაქალაქში ქაბულში პრეზიდენტ კარზაის, გენერალ ჯონ ალენს, ავღანეთში ნატოს მეტაურს და ავღანეთის ელჩს რაიან კროკერს შეხვდნენ. სამკაციან დელეგაციას მეამბოხეთა დაჯგუფების პაკისტანის შტაბბინის ერთერთი ლიდერი ღაირატ ბაჰირი უძღვებოდა. ბაჰირმა ამერიკელებთან შეხვედრა კონკრეტულად და შედეგიანად შეაფასა:

"ამ ეტაპზე ამერიკელები რეგიონში მდგომარეობას პრაგმატულად და რეალურად აფასებენ. მე მჯერა, ამერიკელების სამომავლო გეგმის, რომლის თანახმადაც 2014 წელს ავღანეთს ამერიკელი სამხედრო ძალები დატოვებენ. თუ ეს უკანასკნელი განხორციელდა, კონფლიქტის დანარჩენი საკითხები მოლაპარაკებას დაექვემდებარება.''

ოფიციალური ვაშინგტონი გეგმავს 2014 წლის ბოლომდე ავღანეთიდან სამხედრო ძალების გამოყვანას. თუმცა პოლიტიკური დამკვირვებლები თვლიან, რომ საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე ავღანეთი კვლავ სამოქალაქო ომის მსხვერპლი გახდება, როგორც ეს 1990 წელს საბჭოთა კავშირის სამხედრო ძალების ავღანეთიდან გამოსვლის შემდეგ მოხდა.

XS
SM
MD
LG