ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბებთან მოლაპარაკებები დაიწყო


თალიბებთან მოლაპარაკებები დაიწყო
თალიბებთან მოლაპარაკებები დაიწყო

მალიკი აცხადებს რომ თალიბებთან მოლაპარაკების დაწყებამდე თალიბები უნდა განიარაღდნენ.

როგორც პაკისტანის თალიბთა ლიდერი აცხადებს, ქვეყნის მთავრობასა და შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყო. პაკისტანის თალიბთა ლიდერმა მაულვი ფაქირ მოჰამადმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლაპარაკება დადებითი მიმართულებით ვითარდება და დაჯგუფება უახლოეს მომავალში ხელს მოაწერს სამშვიდობო ხელშეკრულებას.

ამავე განცხადების თანახმად, ნებისმიერი სახის მოლაპარაკება იქნება მაგალითი ქვეყნის სასაზღვრო რეგიონისთვის.

პაკისტანის ოფიციალური პირები მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ქვეყნის ლიდერებემა სექტემბერში განაცხადეს, რომ შეიარაღებულ დაჯგუფებასთან ერთად მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდებიან.

ოფიციალურმა ვაშინგტონმა, რომელიც პაკისტანს ფინანსურ დახმარებას უწევს, საეჭვოა მხარი დაუჭიროს სამშვიდობო მოლაპარაკებას ოფიციალურ ისლამაბადსა და შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის.

პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრი რეჰმან მალიკი აცხადებს, რომ თალიბებთან მოლაპარაკების დაწყებამდე თალიბები უნდა განიარაღდნენ.

XS
SM
MD
LG