ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანური ოპიუმის ფასი იზრდება


ავღანური ოპიუმის ფასი იზრდება

ოპიუმი კვლავ რჩება ავღანური ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს ნაწილად, საიდანაც მეამბოხეთა საქმიანობა ფინანსდება.

გაეროს მონაცემებით ავღანეთში წარმოებული ოპიუმის ფასმა შარშანნდელთან შედარებით 133 პროცენტით მოიმატა. გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის კვლევის ოფისის ანგარიშში ნათქვამია, რომ ავღანელი ფერმერების შემოსავლმა 1.4 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ავღანეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ცხრა პროცენტს შეადგენს.

ოფისის დირექტორის იური ფედოტოვის განცხადებით, ოპიუმი კვლავ რჩება ავღანური ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს ნაწილად, საიდანაც მეამბოხეთა საქმიანობა ფინანსდება. კვლევის თანახმად, ავღანელი ფერმერების 60 პროცენტზე მეტი ოპიუმის კულტივაციას მისდევს და ამის უმთავრესი მოტივაცია საერთაშორისო ბაზარზე ოპიუმის გაზრდილი ფასია.

XS
SM
MD
LG