ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში აშშ-ს სამხედრო ბაზაზე თავდასხმა მოხდა


ავღანეთში აშშ-ს სამხედრო ბაზაზე თავდასხმა მოხდა
ავღანეთში აშშ-ს სამხედრო ბაზაზე თავდასხმა მოხდა

თავდასხმის შედეგად თალიბთა ერთ-ერთი მეთაურის მაულვი ნადირის ოთხი მებრძოლი დაიღუპა.

ავღანეთში შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე ოთხმა კამიკაძემ მიიტანა იერიში. ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე პანჯშერის პროვინციაში მომხდარი ამ თავდასხმის შედეგად ტერორისტების გარდა, კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა და უშიშროების სამსახური ორი თანამშრომელი დაიჭრა.

ამასობაში პაკისტანის უშიშროების სამსახურის განცხადებით, ამერიკულმა უპილოტო თვითმფრინავმა კიდევ ერთხელ დაბომბა პაკისტანში მდებარე ვაზირისტანის რაიონი. ამ თავდასხმის შედეგად, თალიბთა ერთ-ერთი მეთაურის მაულვი ნადირის ოთხი მებრძოლი დაიღუპა.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში პაკისტანის ტერიტორიაზე ძალზე გახშირდა ამერიკული დრონების მოქმედება, თუმცა შეერთებული შტატები ოფიციალურ დონეზე არ აღიარებს ამ ფაქტს.

XS
SM
MD
LG