ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთი: გრძელდება თალიბთა თავდასხმები


ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით თალიბებმა რაკეტები დაუშინეს იმ სკოლას, რომელშიც პრეზიდენტი კარზაი სიტყვით გამოდიოდა, თუმცა საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. ღაზნის პროვინციაში მომხდარი ამ ინციდენტის დროს პრეზიდენტი კარზაი იმან გადაარჩინა, რომ რაკეტები სამიზნეს აცდა. ამავე დროს თალიბებმა იერიში მიიტანეს ბადღის პროვინციაში მდებარე პოლიციის განყოფილებაზე. პოლიციის უფროსის განცხადებით გააფთრებული ბრძოლის შედეგად ორი პოლიციელი და 30-მდე თალიბი დაიღუპა. შეტაკება თურქმენეთის საზღვართან მდებარე მურღაბის რაიონში მოხდა.
XS
SM
MD
LG