ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ურანის კონცენტრატი ირანის ბირთვული პროგრამისთვის


ურანის კონცენტრატი ირანის ბირთვული პროგრამისთვის
ურანის კონცენტრატი ირანის ბირთვული პროგრამისთვის

თეირანი გასული საუკუნის 70-იან წლებში სამხრეთ აფრიკისგან ნაყიდ ურანს იყენებდა.

ირანის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, რომ პირველად ირანის ბირთვული პროგრამის მუშაობაში, ეროვნული წარმოების ურანის კონცენტრატს გამოიყენებენ.

ამ განცხადებაში ნათქვამია, რომ ურანის კონცენტრატის შემცვლელი ფხვნილი ისფახანის ქარხანაშია დამზადებული.

ადრე თეირანი, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში სამხრეთ აფრიკისგან ნაყიდ ურანს იყენებდა ამ მიზნისთვის.

ხვალ ირანის ბირთვული პროგრამის კოორდინატორი საიდ ჯალილი ჟენევაში ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს კეტრინ აშტონს შეხვდება.

XS
SM
MD
LG