ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოკოითი გადადგა, ოპოზიცია კი ისევ ქუჩაშია


კოკოითი გადადგა, ოპოზიცია კი ისევ ქუჩაშია

ამ დრომდე პატიმრობაში რჩება ოპოზიციური საიტის, „უასამონგას“ შემქმნელი სოსლან კოკოევი, რომელიც ორ დეკემბერს ვლადიკავკაზში დააკავეს.

გუშინ გვიან საღამოს ცხინვალში, მომიტინგეების წინაშე გამოსულმა ჯიოევას თანაგუნდელმა, ანატოლი ბარაკნკევიჩმა, საზოგადოებას განუცხადა კოკოითის გადადგომის შესახებ. ოპოზიცია დათანხმდა წინადადებას, რომლის თანახმად, მომიტინგეები სახლებში უნდა წავიდნენ, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები კი გაზაფხულზე უნდა ჩატარდეს.

„პრეზიდენტი კოკოითი გადადგა, ოპოზიციის ლიდერი ჯიოევა და მისი მომხრეები აღიარებენ პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს 2012 წლის 25 მარტს. ასევე, უნდა მივიღოთ შესაბამისი ზომები იმისთვის, რომ ქუჩები გათავისუფლდეს მომიტინგეებისგან“.

ეს გადაწყვეტილება ბარანკევიჩმა საზოგადოებას მიტინგზე გააცნო.

კოკოითიმ გუშინ ოფიციალური განცხადება გადადგომის შესახებ მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე გააკეთა. მან განაცხადა, რომ თავს გამარჯვებულად გრძნობს, რადგან დაამარცხა ნარინჯისფერი რევოლუცია.

„მე მივიღე გადაწყვეტილება გადადგომის თაობაზე. დღეს ოფიციალურად მინდა განგიცხადოთ მეგობრებო, რომ დიახ, ჩვენ დღეს გავიმარჯვეთ, გავიმარჯვეთ ნარინჯისფერ რევოლუციაზე.“ ციტატის დასასრული.

კოკოითის გადადგომით ოპოზიციის ლიდერი ჯიოევაც კმაყოფილია.

„კოკოითი ათწლიანი ხელისუფლებაში ყოფნის გამო, მიეჩვია, რომ ხელისუფლება მისია, ამიტომ მასზე უარის თქმა ერთბაშად, მისთვის სირთულეს წარმოადგენდა. მე ხელი გამარტყეს ერთ ლოყაში და არ ვაპირებ, მეორეც მივუშვირო. გადაწყვეტილებებს მხოლოდ ნაციონალური ინტერესებიდან გამომგინარე მივიღებ. მე ვაჩუქე ჩემი 17 ათასი მხარდამჭერის სიმპათია ჩემს ოპონენტს მათ სანაცვლოდ, ვინც სამხრეთ ოსეთში დიდი ხანია დიკრედიტირებულია,“– ამბობდა ჯიოევა გუშინ.

არჩევნებამდე პრეზიდენტის მოვალეობას დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთში პრემიერ მინისტრი ვადიმ ბროვცევი შეასრულებს.

სამხრეთ ოსეთის დე–ფაქტო ადმინისტრაციის უფიციალური ვებგვერდი დღეს იუწყება, რომ ოპოზიციში, რომლის მხარდამჭერი მიტინგები ცხინვალში ორი კვირის მანძილზე გრძელდებოდა, აზრთა სხვადასხვაობაა. შეუთანხმებლობის საგანს კი ყოფილი პრეზიდენტის, კოკოითის ბოლო სამუშაო დღეს მიღებული გადაწყვეტილებები წარმოადგენს. დღესვე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოპოზიცია უარს ამბობს გაუშვას მომიტინგეები სახლებში, რადგან იგი უკმაყოფილოა კოკოითის მიერ მიღებული ბრძანებულებით, რომლიც თანახმადაც, სამხრეთ ოსეთში კონსტიტუციური სასამართლო შეიქმნა. ჯიოევა ამბობს, რომ იგი იტოვებს უფლებას უკან გაიწვიოს საკუთარი ხელმოწერა ოპოზიცია–ხელისუფლებას შორის არსებული შეთანხმების დოკუმენტიდან იმ შემთხვევაში, თუ არ შესრულდა პირობები, რომლებიც რუსული მხარის მედიატორობით გაიწერა. გარდა ამისა, იგი გამოთქვამს ეჭვს, რომ შესაძლოა 2012 წლის მარტშიც განმეორდეს მოვლენები, რაც 27 ნოემბერს მოხდა და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, ამჯერად უკვე საკონსტიტუციო სასამართომ გააბათილოს. ალან პლიევი, ჯიოევას წარმომადგენელი, აცხადებს, რომ კოკოითიმ ჯიოევასთან შეუთანხმებლად მიიღო გადაწყვეტილება და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად დანიშნა გრიგორი სობაევი და ელდარ კოკოევი, ყოფილი გენერალური პროკურორის მოადგილე, რომლის გადადგომასაც ოპოზცია მოითხოვდა. ალან პლიევი ასევე ამბობს, რომ ხალხი მანამ იდგება ქუჩაში, ვიდრე მას არ განუმარტავენ ამ ცვლილებების არსსა და საჭიროებას. ჯიოევას შტაბი ასევე განმარტავს, რომ მათ შორის არანაირი გაუგებრობა არ არსებობს და ყველა თანხმდება, რომ ყოფილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებები განმარტებას საჭიროებს. ისინი აპირებენ მათი გაუქმება მოითხოვონ პრეზიდენტობის მოვალოების შემსრულებელი ბროვცევისგან. ოპოზიცია გარდა ამისა, აცხადებს, რომ ისინი აღარ შეხვდებიან რუსეთის ფედერაციის სპეციალურ წარმომადგენელს სერგეი ვიკოკუროვს, რადგან მას მიიჩნევენ კოკოითის ინტერესების გამტარებლად. როგორც ცნობილია, იგი ისედაც აპირებს ცხინვალის დატოვებას და მოსკოვში გამგზავრებას.

ამ დრომდე პატიმრობაში რჩება ოპოზიციური საიტის, „უასამონგას“ შემქმნელი სოსლან კოკოევი, რომელიც ორ დეკემბერს ვლადიკავკაზში დააკავეს. როგორც ოსი ბლოგერები იტყობინებიან, მას დიდი ოდენობით ნარკოტიკი ჩაუდეს. სოსლან კოკოევმა მიმართა შიმშილობის აქციას ციხეში, თუმცა მასთან ამ დრომდე არ უშვებენ არც ადვოკატს და არც გამომძიებელს.

XS
SM
MD
LG